გრიგოლ რობაქიძეს
ჩვენ როცა გავჩნდით შვადღის საქებათ, ჩამოეყუდენ მზიდან სვეტები. ხვატი. მდუღარე პაპანაქება, ტვინს გვიდაღავდა ოქროს წვეთებით. კიდევ გვაბრმავებს – ზეცის განგებით ჩამონგრეული მადნის წყალობა!.. მე ტან-ანთებულ ფარშევანგებით, მოგართვი, შვადღის კარდინალობა. ატეხილია მიწა ზვიადი, კენტავრის სირბილს – `ლილლეს~ აყოლებ. ატარებ როგორც ალკივიადი ცხელ, გახურებულ დერიდახოლებს. სჭრი ლექსებს მაგარ, რკინის ღვედებათ. და გვაბარბაცებ სიტყვის შანთებით; საქართველო კი გეიმედება ირრუბაქიძის გადანათებით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი