იოსებ გრიშაშვილი - '' სონეტი რობაქიძეს ''
შენზე ამბობენ: კუშტიაო, ამპარტავანი და გიწოდებენ_უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს; მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს ყაბახს და მხიბლავს ნუში. აშპაშხანა, მკერდის მტევანი. შენ თუ უალდთან ღრუბლებში გაქვს ვარდის სევანი. და მზის მისამართს აწერ ხოლმე სიოს მუშაბახს, მე ვეტრფი კინტოს_ატმით სავსე დატვირთულ თაბახს; შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულევანი. ჩვენ ვერ გაგვიგეს! ვერც დაგვღალა ამგვარ ჯირითმა. მაგრამ ჩვენს შემდგომ,_როს ჩვენ ორი დავიხოცებით, მოიგონებენ ჩვენ სახელსა მზივ-გაოცებით! სხვა პოეტებში ამღერდება, მწამს, ჩვენი რითმა._ და ვინც ისურვებს, რომ იხილოს მგოსნის დამარი: მას ალბად, საზღვრად უნდა ჰქონდეს ჩვენი სამარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი