ლანდი
შფოთავს ღამე, შფოთავს შავი, ქშინავს ველი, გმინავს მთაცა; ვამე, ვამე, შენი თავი ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა... ვზივარ ცეცხლთან, ვდნები ნელა, ცეცხლი ფიქრად იფერფლება, გაჰქრა შენთან ერთად ყველა, მხოლოდ ლანდი მევალება... სუსხი ისხმის, ვუსმენ მუნჯი, ფიქრი შენ ლანდს ეტანება; ეს რა ისმის? ჩიტი ლურჯი ჩემს ფანჯარას თავს აკვდება... შენ ხარ ეგებ? მაგრამ არა: მხოლოდ ელვით შეკრთა გული, ცრემლით გეძებ და ფანჯარა მიცქერს ისევ მოღუშული... შფოთავს ღამე, შფოთავს შავი, ქშინავს ველი, გმინავს მთაცა; ვამე, ვამე, შენი თავი ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი