ოვანეს თუმანიან
ოვანეს, ტკბილო! წყევაა ხანის. ჩამოსწყდი გულებს სავსე მტევანი. დღეს დაიწივლებს სირენა ვანის და აცრემლდება წმინდა სევანი. გადასწვი გულით ყოველი კიდე. თეთრი გედივით გახდი ნათელი. თუ ჯვარაცმულ მამულს ჩამოხსნი კიდევ სათუთი ხელით არიმათელი! იცოდე: ღმერთი არ არის ცალფა. უანდერძებდი სამშობლოს ალბად: „გაგონდებოდეს საქართველოცა“. ჩვენ გამოვყვებით პატარა ტანიტს, აყვავილებულს შენი ემბლემით: ოქროს ვერძები, დაკლულნი დანით, რომ მოგიტანოთ, როგორც ცრემლები. ვიცი: იქნები საფლავის ხნულთან გულდათუთქული – ჩვილთა მფარველი. ოვანეს, ტკბილო! მიიკარ გულთან ჩემი ალკა და შალვა კარმელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი