პაოლო იაშვილს
ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს, სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანება კაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანება ნათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს. გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარის თან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება. ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება, გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის. პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი, ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტი უდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი. შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი. მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდე მოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი