სირენას სიმღერა
ზღვა ირხევა,- ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა ნავებს, ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს,არხევს,არწევს,აქანავებს. მზე ტანს იბანს,- ცხელი თითით აგზნებს,მიშლის თმის დალალებს, ტალღის ნელი პეშვით მკოცნის,უხვად მაყრის სისხლის ალებს. ვერთვი თვლემას,- ნელინელ თვალს ენისლება სიზმარეთი. აღარ მახსოვს,თუ ვინა ვარ,ზღვის ტვალი თუ მზის ნაკვეთი. ტანს მეხვევა ვაჟი ვიღაც,ლაღი,შმაგი,უხვი,ვრცელი: ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარეცელი. თვალს ავახელ,- ეს რა არის?!თითქო გვერდით არვინ სჩანდეს! და ვით შეშლილს მეწყურება დაბრუნება იმა ლანდის. ტალღა ტალღის შლის ნატერფალს,ზვირთნი ჰქმნიან ახალ ნავებს, და ხალალასი ზღვა მარადის ჩემს თანს ზანტად აქანავებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი