ელენე დარიანს
“ვიჩქაროდი შენკენ, ტურფა… გული ტოკდა, სული მღეროდა, – სისხლი ტანში ხალისობდა, თვალ – წამწამი აგიშერდა… და ვიხილე… მაგრამ ჩემ წინ სახე ცივი დავინახე, – და ვცანი, რომ გაჰქრა ჩემი ტრფობის სავენახე… და გათავდა ყველაფერი… ცახცახა გულს ეცა ელდა, თავს შავი ბრუ მოეხვია და ყოველი გარს მიბნელდა… ავიშალე, ავკანკალდი, შუბლს შევავლე ოდნავ ხელი, – და მყის მოსკდა სისხლის ცვარი, მას ფრთაც მოჰყვა გასაძღოლად, – და ჭრილობა ნათელ შუბლზე აყვავილდა წითელ ზოლად… შენ კი, ჩემო, რა გეგონა: თუ ვიჰუმრე, თუ ვიჩმახე! თუ რომ შუბლით ჰა, ჰა, ჰა, ჰა, თითქო ღობეს დავეჯახე! არა, არა! შენ არ იცი, ნაზი ტანჯვის ანარეკლი! ჰა, ჭრილობა, ჩემი შუბლის, გვირგვინია იგი ეკლის!” :
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი