თომას ჰოიზერმანი (გრიგოლ რობაქიძეზე)
პირველად ვისგანაც გავიგე გრიგოლ რობაქიძის შესახებ არის გურამ რამიშვილი. გრიგოლ რობაქიძის და ჩემი მსოფლმხედეველობა ბევრ რამეში უახლოვდება ერთმანეთს. თქვენთვის საინტერესო იქნება თუ რატომ დავწერე რობაქიძეზე, ეს, ბატონ ავთანდილ ჩხიკვიშვილის ბრალია. მე ვარ შვეიცარიაში ქართული საზოგადოების წევრი, მომივიდა წერილი ბატონი ავთოსგან, რომელიც ეძებდა გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობას. ეს საქმე მე გადმომაბარეს. პირველ რიგში მინდოდა მცოდნოდა ვინ არის იგი. ვიყავი ისეთ ადამიანთან, ვინც იცნობდა გრიგოლ რობაქიძეს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია. სად ინახება ეს მემკვიდრეობა, სამწუხაროდ დღემდე არ ვიცით. პირველად რობაქიძეზე გერმანულად წავიკითხე. დავწერე ახალი სტატიები მასზე, ჩხენკელზე და შავიშვილზე. პირველ გამოცემაში რობაქიძეზე სტატია დაწერა ჩხენკელმა და იქ იყო ლაპარაკი ქართულენოვან თხზულებებზე _ დრამებზე, ლექსებზე, რამაც ძალიან დამაინტერესა. მერე წავიკითხე რობაქიძის დრამები, რომელიც ჯერ კიდევ არაა გამოსული წიგნად. მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ ბელას, რომელმაც ამ დრამებზე და ექსპრესიონიზმზე დაწერა დისერტაცია, ასევე ჰქონდა ფოტოასლები. ჩემი ქართული არ ჰყოფნიდა რობაქიძის შემოქმედებას და ქალბატონი ლამარა და ნინო რამიშვილი დამეხმარნენ, რომ კარგად გამემართა ქართული. ასევე მარჯანიშვილის თეატრის არქივი და თეატრისა და კინოს მუზეუმიც ძალიან დამეხმარა და მომაწოდეს ყველა ინფორმაცია. ამავე დროს მე ვნახე რობაქიძის და სხვა ქართველების დოსიეები. იქ იყო საკმაოდ ბევრი ბიოგრაფიული მონაცემი, მაგალითად, პროტოკოლი. ამ პროტოკოლში მოხსენიებულია ერთი ავსტრიელი ჯარისკაცი, რომელიც დაეხმარა რობაქიძის ოჯახს. ისმის კითხვა _ ცხოვრობდა თუ არა რობაქიძე 25 წელს შვეიცარიაში?! ფული პრაქტიკულად არ ჰქონდა. არსებობდა რობაქიძის ფონდი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა ამ ფონდს უნდა გადასცემოდა, მაგრამ გადაეცა კერძო ბიბლიოთეკას. ასევე, ვიპოვე “კავკასიური ენების» პირველი გამოცემა წარწერით _ გრიგოლ რობაქიძე. იქ არის რამდენიმე კორექტურა, მაგალითად ცხინვალი, ჟინვალი, რომელიც თვითონ დაწერა. მწერლის არქივში ნახსენები არის ერთი პიროვნება, რომელმაც ჟენევაში იპოვა რობაქიძის წიგნი, რომელშიც ჩანს, რომ რობაქიძემ ფილოსოფიური წიგნი გერმანულ ენაზე დაწერა. მე არ წამიკითხავს მისი გერმანული ნაწერები. მისი გერმანული შეიძლება მივაკუთნოთ ღრმა ლიტერატურულ მიმდინარეობას. ლიტერატურულ ნაკადში შეიძლება მოვაქციოთ მისი ლიტერატურული ესთეტიკა. როდესაც ბერლინის ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში შევედი, მისი არა ერთი ნაწერი აღმოვაჩინე. ერთ-ერთი მათგანი იყო “ადოლფ ჰიტლერი (უცხოელი მწერლის თვალით)», რომელიც ქართულად თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. ქალბატონმა ნატა ჯანელიძემ ამ თარგმანთან დაკავშირებით ასეთი შენიშვნა გამოთქვა: ეს ბროშურა ქართულად ითარგმნა ქალბატონ დალი ფანჯიკიძის მიერ და სასურველი იქნებოდა, რომ მას თან ახლდეს რობაქიძის განმარტება, თუ რა მიზნით და როგორ დაიწერა ის. მე არ მინდა შევეხო რობაქიძის მარტო პოეტურ დახასიათებას, შთაბეჭდილება მექმნება, რომ რობაქიძე გერმანიაში უფრო კონსერვატიული გახდა და მისი სტილისტიკა ექსპრესიონალიზმს დაემსგავსა. პატარა ფრაგმენტები, რომელიც ჟენევაში დაწერა, ძალიან კარგად აღწერს, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის სულზე საბჭოთა სისტემა. საინტერესოა, თუ როგორი იყო რობაქიძის დამოკიდებულება მაშინდელი გერმანიის ინტელექტუალურ წრეებთან. რობაქიძის მეგობრის გერმანიის სახელმწიფო სამართლის ცნობილი სპეციალისტის ვერნერ ზომბარტის ვაჟი ნიკოლაუსი იხსენებს, თუ ვისთან ერთად ცხოვრობდა მწერალი, ვისთან ჰქონდა კონტაქტები, გერმანელ ინტელექტუალებთან, თუ პირიქით, რობაქიძის გარშემო არ იყვნენ ისეთი დიაპაზონის ადამიანები, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ. გერმანია საქართველოსთან შედარებით დიდი ქვეყანაა და სხვადასხვა ფრაქციებს ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ რობაქიძესთან. რობაქიძის წერილებში ნახსენებია ერთი პიროვნება, რომელმაც თარგმნა აპოლონის “როდოსი» გერმანულად. ასევე ნახსენებია ერთი ბალტიელი მწერალი (რომანის ავტორი), რომელმაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის განვითარებაში. იგი რობაქიძის ძალიან ახლო მეგობარი იყო. არსებობდა მოსაზრება, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდი რობაქიძემ გაატარა ივრინითში, შვეიცარიასთან ახლო ქალაქში. ძალიან დავინტერესდი რობაქიძის დრამებით და იმით, თუ რა კავშირშია ისინი მის სხვა რომანებთან. ეს ერთი მთლიანი სამყაროა. მსმენელი: მე მინდა მადლობა მოგახსენოთ რობაქიძის შემოქმედებით დაინტერესებისა და კვლევისთვის. ძალიან რთულია შვეიცარიაში იპოვო დაკარგული მასალები. მაინტერესებს თქვენი აზრი: რობაქიძე იყო საკმაოდ თავისებური პიროვნება და შემოქმედი, მისი შემოქმედების რომელი წახნაგი მოგწონთ? დრამა, თუ სხვა… ჰოიზერმანი: პირველეს ყოვლისა, მისი მრავალესთეტიკური მთლიანობა მომწონს. მისი დრამა “ლამარა», შეიძლება კლასიკურ ნაწარმოებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მასში იგრძნობა, რომ იგი არის რობაქიძე. ასევე რომანები _ “გველის პერანგი», “ფალესტრა» ახლოა ჩემთვის. მსმენელი: ვფიქრობ, ამ ბროშურის შინაარსს ხალხი არ უღრმავდება. ბევრი რამ არის ანტიფაშისტური. ჰოიზერმანი: ისი წიგნები მოიცავს დოკუმენტებს, ასევე გვიჩვენებს, რომ ერთი კაცი არის ხალხის ძალების შემკრები. არის რაღაც ელემენტები, რაც რობაქიძისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მან აჩვენა ქალის პოზიცია. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. მაშინდელი გესტაპოს ცენზურა ცხრა თვე კითხულობდა მის წიგნს, საბოლოოდ აკრძალა. მსმენელი: ხშირად ამბობენ, რომ რობაქიძე პროვინციელია. ჰოიზერმანი: ჩემთვის სიტყვა პროვინციალიზმი ბევრს არ ნიშნავს. იგი ლიტერატურას ქმნიდა და არ შეიძლება მას ვიწრო ჰორიზონტის მქონე ვუწოდოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი