აკაკი და ბავშვი


მნიშვნელოვანია, თუ ვინ როგორ ექცევა ბავშს.

ზოგი თავს “იბავშებს”, როცა ბავშს ელაპარაკება. ზოგი “უფროსად” რჩება, როცა ბავშთანაა. მაგრამ ავიწყდება, რომ მასთან “ბავშია”. უფრო იშვიათია მესამე ტიპი: იგი “უფროსობს” ბავშთან, მაგრამ არ ავიწყდება, რომ მასთან “ბავშია”. აქ “უფროსი” თითქო “იტოლებს” ბავშს.

ბავშს ეს უფრო უყვარს. ასეთი იყო აკაკიც.

ეს დაყოფა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა “უფროსი” და “ბავში” ერთიმეორეს მარტოდ ხვდებიან, სხვების არყოფნისას. ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მესამე ტიპის მოქცევა ბავშთან.

ერთხელ, ვერის უბანში, რომელიღაც პატარა სახლში, თავს წავესწარ აკაკის ბაასს ბავშთან. ოთახში სხვა არავინ იყო. ნაბიჯი შევანელე.

უნდა გენახათ აკაკი, თუ როგორ “იტოლებდა” ბავშს.

უნდა გენახათ ბავშის აფრთოვანებაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი