სმა ჭამა კარგად შესარგი
გამეგონა: ილია ჭავჭავაძეს ყვარებოდა ჭამა. თუ აკაკისაც უყვარდა, ეს არ ვიცოდი (ვერც წარმოვიდგენდი). ხშირად იყო სტუმრად გიგო დიასამიძესთან (აკაკი მეგობარი იყო გიგოს მამის ნიკოსი), რომელსაც საოცრად უყვარდა აკაკი. ვისადილეთ ერთხელ (გიგომ მიმიწვია). აკაკი სჭამდა ლომივით. გამაკვირვა: მოხუცი იყო და შეეძლო ასე “მაგრა” ჭამა. შემდეგ მიიძინა. 15 წუთის შემდეგ გაისმა ხვნეშა: მაგარი, ძალუმი, დევკაცის. ეს კიდევ არაფერი. ხვნეშა იყო რიტმდარღვეული. ხანდახან ისე საშინლად ამოიქშენდა ხოლმე, რომ “გათავდა”-თქო მეგონა. შემეშინდა. გიგოს ვუთხარ: “არაფერი დაემართოს, მივხედოთ”. გიგომ თავისებურად გაიღიმა: “არაფერია… აგრე იცის… კუჭი მოკალული აქვს”…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი