აკაკი მასპინძელი


საჩხერეში მოვხვდი 1911 წელს.

აკაკიმ გამართა წვეულება. მიმიწვია.

ვნახე გადაშლილი სუფრა. გამიკვირდა: ასეთი გაწყობილი სუფრა ტფილისშიაც ძვირად მენახა.

აკაკი ყოველთვის უფულობაზე ლაპარაკობდა.

აქ კი… და მეც გულახდილი ჩავუკარი სიტყვა:

“ბატონო აკაკი! (მაშინ “ბატონობით” იყო მიმართვა) თქვენ სულ სიღარიბეზე გვიჩივით და ეს სუფრა კი”…

არ დამიმთავრებია. აკაკიმ ხუმრობით მომიჭრა სიტყვა:

“წერეთელი ისე არ დაღარიბდება, რომ ცხრა ცხენოსანი ვერ მიიღოს, უეცრადაც”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი