აკაკი - ქაღალდის თამაში


მე ქაღალდის თამაში არასოდეს მყვარებია. ამისათვის არ ვიცი, თუ როგორ თამაშობდა ქაღალდს აკაკი. ყველამ 

იცოდა, რომ აკაკის ეს თამაში ძალაინ უყვარდა.

მე შემინიშნავს მხოლოდ ერთი დეტალი:

ბევრჯერ მინახავს აკაკი კლუბიდან დაბრუნებული. მინდოდა ხოლმე მის სახეზე ამომეკითხა: წააგო თუ მოიგო.

ძნელი იყო გამოცნობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი