აკაკი - ყური და თვალი

სასტუმროში, ჩემს გვერდით, მომესმა ერთხელ აკაკის სიმღერისმსგავსი მეტყველება, რომელშიაც ნამდვილ სიტყვას ვერ გაარჩევდი: ეს იყო თითქო ღიღინი, უსიტყვო სიმღერა. შემდეგ შევიტყვე, რომ აკაკის შემოქმედების წამი ასე იწყებოდა: ჯერ მუსიკალური გულნება, როგორც შილლერი ამბობდა, და შემდგომ – “პოეტური იდეა”.

აკაკის ლექსში “ყურია” უფრო ვიდრე “თვალი”.

მრავალი მაგალითიდან ერთი:

“ყანაო, მუშის სამოთხე, გლეხის დიდებავ, ყანაო!

ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო.

დაგქროლა დილის ნიავმა, ალერსით გითხრა ნანაო,

ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა, ზურმუხტად აგამწვანაო”.

ალიტერაციით აქ ყანის შრიალი გაისმის: ყანა, ნანა, ნიავი, ნამმა, გადაგბანა, ჟუჟუნა, აგამწვანა. “ნარის” ახმაურება აქ ნიავის გადარბენას იწვევს ყანაში.

“თვალი” ნაკლებია აკაკის ლექსებში. როგორც საერთოდ ქართულ პოეზიაში. იქაც კი, საცა თვალს მეტი ადგილი აქვს, პროზაში, ქართველი მწერლის თვალი სუსტია. საკვირველი კია, რადგან ქართველისათვის რაობა “ფერით” ისაზღვრება (ყველაფერი, არა-ფერი).

აკაკის ლექსს აქვს “ყური”, ამიტომ რიტმიც უნდა ჰქონდეს – (და აქვს კიდეც). მხოლოდ ხანდახან “ყური” მასაც ღალატობს (აქა-იქ). რატომ ხდება ეს?
ყური თუ თვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი