აკაკი - ენა
ეს უკვე ცნობილია: აკაკიმ ენა გაამარტივა. მისცა მას სიმსუბუქე და სისხარტე. დაუახლოვა ხალხურ თქმას (მხოლოდ არა დამახინჯებულს). ნიკო ბარათაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის ლექსურ ენას ემჩნევა ეკლესიური დაგრეხვა სიტყვის. აკაკიმ გაწმინდა ქართული ენა ამ ხერგებისაგან. მას ეხმარებოდნენ: რაფიელ ერისთავი და ილია ჭავჭავაძე (თუმცა უკანასკნელმა სხვა “სიმძიმე” შემოიღო, მაგრამ სრულად გამართლებული).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი