აკაკი და ილია


ალბად ეს პარალელი მუდმივ დარჩება ქართულ ლიტერატურაში. კიდევ უფრო – ჭირვეული დაეჭვება: რომელი უფრო მაღლა დგას?

აკაკი და ილია ტყუპებია, რომლებიც დასცილდნენ ერთიმეორეს. მაგრამ “ტოლები” დარჩნენ მაინც. არჩევანი ხან ერთს ერგება, ხან მეორეს. “ტოლებში” ეს ჩვეული ამბავია.

ხშირად ერთისა და იმავე პირის გუნებაში ხდება ხან აკაკის არჩევა და ხან ილიასი. სხვანაირნი, მაგრამ ერთფასეულნი – აი ტოლების საზომი. თუ ვინმე აირჩევს ხან ერთსა და ხან მეორეს, ეს არც პირველის ბრალია და არც მეორესი.

რუსეთშიაც ასევე ხდება, როცა ადარებენ ერთიმეორეს ტოლსტოის და დოსტოევსკის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი