...მთვარე გაჩნდა და მის ლანდად
მთვარე გაჩნდა და მის ლანდად თქვენ გამოჩნდით, მთებო. ეს ცხოვრება დაიბლანდა რა მაქვს საოცნებო: შორით მოჩანს ობელისკი ქარი ჭადარს ღუნავს, თვითონ წუთისოფელიც კი დიდი ტანჯვით ბრუნავს. შენ გამოჩნდი ცით, მარიამ, უფაქიზეს ვარდად, ეს ქვეყანა სიზმარია – ჩანს ყოველი ლანდად. შორით ვუმზერ ტყეს გაუვალს არის ნამი დილის, და ვერაფრით ვერ აუვალ წუთისოფლის ბილიკს. განა სხივებს გამოლევენ მთვარე მოჩანს ახლა და სიცოცხლის ამ მოვლენებს კვლავ სიკვდილი ახლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი