შროშანით იწყება
მოფრინდნენ მერცხლები სულის გამგებნი: ქალაქს გავეცლები ლიანდაგებით და ვნახავ შროშანას დაწეწილს ნიავით, მოსჩანს შორს შარა ატმით და ქლიავით. მერცხლებო,. ფრთოსნებო, მაშ ღმერთმა ინებოს ლამაზო შროშნებო და მორცხვო იებო, მრავალჟამიერ ყვავილებს ათასებს იმიერ-ამიერი რომ გაალამაზეს მტერი და ორგული – ყველა დამიწდება, როცა გაზაფხული შროშანით იწყება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი