ბეჭედი


იჯექით ტახტზე, მახსოვს თქვენ თვლემდით,
ნეტა ბურანში ვინ მოგელანდათ?
ჩასმული ძვირფას ბეჭდში თვლები
მაგ სახის გვერდით ვეღარ ელავდა.
აბა, მე ვინ ვარ, მარად ხართ ჩემში,
თუმცა ერთ საწყალ მგოსნად ვითვლები,
ნეტავი ჩამსვა ე, მაგ ბეჭედში
რომ სითბო ვიგრძნო თქვენი თითების.
ჩემს დარდს ახალი ერწყმის წვალება,
რატომ გიხილეთ, ეს რა დამმართეთ..
მე ბეჭდის არ მაქვს თუმც ბრწყნვალება
თქვენს თითებში ვარ, ჩემს სულს ანათებთ.
ახლა გამაპო მეხმა მგონია,
სულის სიმშვიდე ჩემს ბედს შევთხოვე,
ახლო რომ მესმის, ეს ჰარმონა –
მაგ ნაზ თითებით უკრავთ ბეთჰოვენს.
კვლავ დაუკარით, რატომ შეჩერდით,
თქვენზე ოცნებით მე მოვკვდე ვინძლო.
გთხოვთ, ჩემს საფლავზე დადოთ ბეჭდი
მიწაშიც თქვენი თითები ვიგრძნო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი