შემოდგომი სიკვდილი


ფოთლები ჭადრების –
ქარისგან ნათრევი –
თავს იყრის სადღაც..
და როგორც ლოთები,
ყვითელი ფოთლები
იწყებენ ბარბაცს..

ტოტები გაშიშვლდნენ,
ტოტები დაობლდნენ
ფიფქია თანაც,
ფოთლები გახშირდნენ,
ფოთლები დაობენ
იწყებენ ბარბაცს..

და მერე ლოთები
დადიან ფოთლებზე
ტკეპნიან დაღმართს..
და ისევ ფოთლები
ისე, ვით ლოთები
იქაც და აქაც..

ქარები წაიღებს,
ქუჩა ხმას არ იღებს
მწარეა რაღაც..
ფოთლები ჭადრების
ქარისგან ნათრები
თავს იყრის სადღაც..

ფოთლები, ფოთლები..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი