კივილი, კვამლი ..


კივილი,
კვამლი,
ხალხი,
ვაგზალი,
მატარებელი,
ცრემლები,
ჩანთა,
ყველა
რაღაცას
სადღაც
აგზავნის,
შვილებთან ,
ცოლთან,
დედებთან,
ჯართან.
ჩემი ვაგონი
არსად არ მიდის
უბრალოდ, დგას და
ეჩვევა ყინვებს,
ერთ სტრიქონს მაინც გავაგზავნიდი,
გადამკითხავი რომ მყავდეს ვინმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი