საღამოს მძაფრი სურნელი ახლავს ..
საღამოს მძაფრი სურნელი ახლავს ახლის, მე ჩემი ოდის და სახლის ახლოს მოვდივარ, მოვდივარ ახლაც მარტო და როცა მზე სხივებს დახრის მიწისკენ, მართობს ქარი და მართმევს ხელიდან ფოთლებს, ყვავილებს მპარავს, თოვლივით მთაზე იკავებს ფართობს მზეზე გამდნარი ვერძების ფარა. ამინდი თოთო ბალახებს თიბავს თითებით. უჭირს თებერვალს თოვლი, უთვალთვალებენ ჯიხვები მთიდან თოვლისფერ მთვარეს ბავშვივით მოვლილის, საკუთარ რქებზე ითვლიან მწერებს, დარჩენილ წუთებს თვალებით ყოფენ, რომ რამდენიმე გასროლის მერე მოულოდნელად ხმაჩამწყდარ თოფებს, ლულის პირებში ჩახედონ ცივად, ღრმად შეისუნთქონ გასროლის კვამლი და სანამ სახლში ცოცხალი მივალ გამომაყოლონ ბოლომდე თვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი