მე და თებერვალი


თებერვალიო,
დასახელდა თარიღი, როცა,
როგორც ეტყობა,
ეს ოთახი უნდა დავცალო...
თამბაქო, სარკე,
გასაშლელი კიბე და ბოცა,
წიგნები, ქუდი, ბოდიში და
წინდა, საცვალი,
ლურსმნები, ფოტო,
ერთი სიტყვით,
შიგნით რაც არი,
ქუჩაში უნდა გამოვყარო
და ცაში მცოცავ
თვალებში,
ცივად შემოყრილი, თურმე, ნაცარიც,
როგორმე უნდა მოვითმონო,
თან შევძლო ლოცვა...

თებერვალიო,
ჩავაცივდი მწიფე თებერვალს,
ისე გაზრდილი მომეჩვენა...
ისე მებევრა,
თითქოს დღეები დაიმატა,
რასაც უკლებლივ,
არ ვიცი, თხოვნით,
მოტყუებით თუ დამუქრებით,
ბუნების თვალის ასახვევად
მალავდა დღემდე,
და ახლა, როცა ფიქრისა და ლოდინი შემდეგ,
ყინულის ტემბრით გამაგონა ცივი გულისხმა,
ყოველი ბგერა შევიგრძენი ჩასუნთქვის, რადგან
დღეს თებერვალი  ჯერ არყოფილ და აღურიცხავ,
კაცის თვალისთვის შეუმჩნეველ დღეებით დადგა.

და ახლა, როცა
გამოვყევი ცივ და ნაკიან
თებერვალს,
როცა გამუდმებით ლაპარაკია,
სადამდე ვივლი,
თუ მივწვდები სადმე სიშორეს,
ან თუნდაც ბინას ნივთებისთვის
როდის ვიშოვი,
საბედნეროდ,
ჩაკეტილი თავში ვარ ჯერაც
და ერთნაირად ვერიდები წყენას და სიცილს,
რადგან მე სხვისგან განსხვევებით, ლექსების წერა,
ცივი თებერვლის არარსებულ დღეებში ვიცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი