ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც ..
ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც, იცვლება დუმილით . ქარები რჩებიან ფონადვე, მწიფდება სიჩუმე. სიჩუმის ხმები და გროტესკი, გახსენებს ყველაფერს - ნაჩხუბარს, ნაომარს, მონათმენს.. ირგვლივ აზიაა, თითისწვერებია ციკლონის. მთვარე იქით იყოს, რა გადააგორებს ნამთვარევს, როცა ამიკრძალეს ვინმე რეალურად ვიგლოვო, როცა მომთაბარე სინოპტიკოსებმა - გამთვალეს.. ზეცა მესიზმრება - მისი უნებლიე პიგმენტი. რთული არაფერი, ვხედავ დახუჭული მზერითაც, ვიდრე მაჯებზე და ვიდრე ხელისგულზე ვიკბენდე, ტალღის ინერცია ბოთლსაც მომიტანს და წერილსაც. სულ რომ სხვანაირად იგრძნო, განგიმარტონ, მოგესმას - იმედს ცოდნა უნდა! - უიმედობას კი - კადრება, წერილს? - რა აზრი აქვს ბოთლში ვინ ჩააგდებს - ოდესმე კუთვილ სიკვდილივით მაინც ჩაგბარდება - ადრესატს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი