ეს შენი მძაფრი არსებობაა ..
ეს შენი მძაფრი არსებობაა, რომელიც უცებ დამემართა, განმივითარდა და ჩემი სულის ვიწრო ტიხარზე სუროს ძაფივით ამომაცოცდნენ ბედნიერების მეტასტაზები. დასრულდა ჩემში ამ ორი სიტყვის თანაცხოვრების შეუძლებლობა, შეუძლებლობა შენს გვერდზე ყოფნის. განვიარაღდი. აღარაფერი დავიტოვე თავწამახული... იმპლანტი ნეკნი, უბარლო ჯაყვა თუ ბედისწერის უხეში კბილი, ჯიბეებიდან მაგიდაზე გადმოვალაგე და ჩემი წელზე მობმული თოკის მეორე ბოლო საზეიმოდ ჩაგბარდა ხელში! განვიარაღდი, საბოლოოდ გავტეხე ნავსი! და ახლა მხოლოდ იმასღა ვდარდობ - მოფერებისას, ხელისგულები არ გაგეჭრას ნავსის ნასხვრევზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი