ვინ დამწყევლა
სიყვარულო, ვინ რა იცის, რა ხარო, უხილავი სატკივარი, ბრმა ხარო, დამიღამდა, გული რითღა ვახარო, ისღა დამარჩა, თავი ქვაზედ ვახალო. გამიფრინდა, ვიზედაც რომ ვხარობდი, მთელ სიცოცხლეს იმისათვის ვწვალობდი, იმის გამო მთელ ქვეყანას ვყვარობდი, აღარა ჩანს, ვისზედაც რომ ვგალობდი. ვის სწამს ღმერთი, რომელს შევებრალები შველას ვითხოვ, ტანჯვის მახეს გავები, დამიბნელდა მთვარე და ვარსკვლავები, გზა მიჩვენეთ, აღარ მიჭრის თვალები. ვინ დამწყევლა, ვისი წყევლა ამიხდა, იეთიმს ცრემლი მეგობარი გამიხდა, სიმი გაწყდა, მე ჩონგური წამიხდა, ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად გამიხდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი