ლამაზების პრეზიდენტო


ლალ-ზურმუხტი,ფირუზი ხარ,
ქვეყანას თვალად უზიხარ,
ედემის თაფლის ბუზი ხარ,
ლამაზებში ჯვრის ტუზი ხარ.
მთელი სამყაროს ფასი ხარ,
სხივით პლანეტა მარსი ხარ,
ბულბულისთვის მაისი ხარ,
თუ არ ჩემი-მაშ ვისი ხარ?
შენთვის ვგალობ,მიცან ხმაზე,
აღარა ვარ კაცი ჭკვაზე,
მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე,
მოჩვენება პლანეტაზე.
ჩემო ხატო,ჩემო ღმერთო,
შენ სურათზე სანთლად ვენთო,
გთხოვ ,წყალობა გაიმეტო
ლამაზების პრეზიდენტო.
სანამ შენ სახესა ვმზერდე,
სულ იცოცხლე,არ დაბერდე,
მარტო შენ ქებასა ვწერდე,
იეთიმ-გურჯი შენთვის ვმღერდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი