მე დარდი მაქვს იმ უბნის
მე დარდი მაქვს იმ უბნის, იმ ქუჩის, იმ მიწისა შუბლი გამიფართოვდა, როგორც ველი დიღმისა. ვფიქრობ, მაინც ვერ მივხვდი, სადაური წესია, ვინც აქამდე კვნესოდა, ისევ ისე კვნესიან. ქათმებსა და კურდღლებსა აჯგუფებენ ჯიშებად ივარჯიშონ, რა მიდის თუკი ევარჯიშებათ ქუჩებს აფართოებენ, ვაი ასეთ სიფართეს, იქ ქართველებს ვერ ვხედავ, ვხედავ უცხო სიფათებს. საფლავიდან მკვდრებს ჰყრიან, დაღლილებს და ნასვენებს, დასანგრევს აშენებენ, და ანგრევენ ნაშენებს. ქუჩებს აფართოებენ, ყვირიან და კივიან, ქუჩებს აფართოებენ, ესეც კოლექტივია? ქუჩებს აფართოებენ, ასწორებენ იწროებს, ქუჩებს აფართოებენ, სული შეავიწროეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი