რა კარგი ხარ
რა კარგი ხარ, რა კარგი! რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება თმებზე ღამე გიცინის, პირზე - დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე. სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა; სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე.... როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი