მე მივდივარ


მე მივდივარ... წაველ კიდეც... შენც დაგშორდი, ჩემო კარგო!
მაგრამ მინდა ჩემის რითმით ერთხელ კიდევ შემოგქარგო.
მინდა კიდევ გულის ვარდი გულის ცრემლად ერთად ვნამოთ,
და მერე კი დაგშორდები, დაგშორდები სამუდამოდ!
მაგრამ, ტურფავ, თუ მზემ ჩემზე საიდუმლო გაგიმჟღავნა, -
იცოდე, რომ შენთან ის მზე მგოსნის მუზამ გამოგზავნა!
ან თუ შეგხვდეს დილის ცვარი, ბაღში ვარდზე დანაცემი, -
იცოდე, რომ იგი არი უიმედო ცრემლი ჩემი!
ან თუ სიომ მიმზიდველი მკერდის ხალი გაგიგრილა, -
იცოდე, რომ ტრფობა ძველი გულში კიდევ ჩარჩენილა!
მე მივდივარ... წაველ კიდეც... შენც დაგშორდი, ჩემო კარგო!
მაგრამ მინდა ჩემს ხსოვნაში სამუდამოდ დაიკარგო!
და თუ მოვკვდე უცხო მხარეს - ამასა გთხოვ გულმწუხარე;
თუ ცოცხალი არ გიყვარდი, მკვდარი მაინც შემიყვარე!
 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი