ახლოვდება გაზაფხული
ახლოვდება გაზაფხული, ზამთარს წასვლა ეძნელება, სხივდაკრული სიხარული გაიშალა ენძელებად. დღემ საგრძნობლად მოიმატა, აღარ მოსჩანს ქედი თეთრად, - თოვლის ჩოხა გაუხდია გაზაფხულის შესახვედრად. ახლოვდება გაზაფხული, ვარდობა და ენძელობა, - აბა, როგორ არ ვუსურვო ჩემს სამშობლოს დღეგრძელობა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი