მოხუცის დარიგება
მატყუარას, ფლიდს და ორპირს ნუ გაიხდი თანამგზავრად, თორემ ბოლოს დაინანებ და ჩაგყვება გულში ჯავრად. ვიდრე სიტყვას წარმოთქვამდე, გაცხრილე და თქვი შერჩევით, ამით ტყუილს განირიდებ და სიმართლეს შეეჩვევი! და თუ რამეს დააშავებ, თამამად თქვი: „მე ვიყავი!“ სხვას ნუ ერჩი... დამნაშავედ აღიარე შენი თავი! ტყუილ მოწმედ არვის გაჰყვე, ქედი არსად დაიხარო; ტყუილის თქმას გირჩევნია გულში ტყვია დაიხალო! ჩემო ბალღო, ჩემო შვილო, ჩემო ნორჩო მეგობარო, გთხოვ, მოხუცის დარიგება ანდერძივით მიიბარო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი