ლერწამი ხარ!..
ლერწამი ხარ, ტბის ასული, ცად ასული, ატყორცნილი, მყინვარი ხარ, საოცნებო, მზის სხივთაგან დაკოცნილი, და დღეს, როცა სიო ფრთხილი, ოქროს ქოჩორს გიხუჭუჭებს, ეს მიტომ, რომ ვითა რთვილი მე ვადნები შენსა ტუჩებს. მთის თოვლი ხარ, ნაზ-ნარნარი, ჩამომდნარი ცივი... ცივი... ვარსკვლავი ხარ, ცის წიაღით მოწყვეტილი ღვთაებრივი, იცი, ეგრე სანთელივით ვნების ცეცხლზე რად დამდნარხარ? ეს მიტომ, რომ გმოსავ სხივით, ეს მიტომ, რომ მე მიყვარხარ!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი