საათის ისრები
ო, შეხამება სხვადასხვა ფერთა პოეზიისთვის არის მისწრება. ნეტავი ერთხელ ჩვენც შეგვაერთა საათის ყდაზე შეკრულ ისრებად. მინდა გფარავდე, მინდა მფარავდე, ერთად ვიაროთ განუყრელ წყვილად. მე შენს საყურეს კოცნას ვპარავდე, შენ ჩემს ლოყაზე გეძინოს ტკბილად. მსურს ერთად ვიყოთ შენაფიცარი, როგორც ყვავილზე სუნთქვა ნამისა, როგორც საათის ორი ისარი შუადღისას და შუაღამისას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი