იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი დაიბადა 1920 წლის 6 აპრილს სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). იოსებ ნონეშვილი მეექვსე კლასში იყო, როცა დედამ თბილისში ჩამოიყვანა. იოსები ვერაზე გაიზარდა, ვაჟთა მე-18 სკოლაში (დღევანდელი 51-ე საჯარო სკოლა) სწავლობდა. მეცხრე კლასში დედაც დაკარგა. ამის შემდეგ მასწავლებლებმა ითავეს ბიჭის პატრონობა. ცნობა იოსებ ნონეშვილი თავის მემუარებში იხსენებდა – როცა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, გარეთ გამოსულ აბიტურიენტებს მშობლები ხვდებოდნენ, მას კი სკოლის მასწავლებლები ელოდნენ…
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი