ზურაბის ჩივილი
ყველა, ყველა მაწუხებს, - ნუნუ, ბელა, თამრიკო: - უფრო მეტად ვინ გიყვარს, დედიკო თუ მამიკო? ყველას, ყველას ვპასუხობ, მაგრამ ვერვინ გამიგო: - უფრო მეტად ვინ მიყვარს? დედიკო და მამიკო. - სულ ეგ არის, რაც არის, სულ რაც იყო, ეგ იყო?! მაინც, მაინც რომელი, მამიკო თუ დედიკო? - რა ვქნა, ამ შეკითხვებმა ლამის გული წამიღოს... მამიკოც და დედიკოც, დედიკოც და მამიკოც, დაიკოც!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი