ოთხმოცი წელი


მხოლოდ ოთხმოცი წუთი,
მხოლოდ ოთხმოცი წამი-
ათიათასი ფუთი
ნოემბრის ოცდასამი.

მხოლოდ ოთხმოცი წვეთი,
მხოლოდ ოთხმოცი ნამი-
ყველა წვიმაზე მეტი
ნოემბრის ოცდასამი,

შეუსვენებელ გზაში
მხოლოდ ოთხმოცი ჩქამი-
გაბმულ გუგუნის მსგავსი
ნოემბრის ოცდასამი.

მზის მისალმების წუთი,
გამოსალმების ჟამი-
მოედანი და ბურთი,
ნოემბრის ოცდასამი.

სულ ეკალივით ვარდი,
სულ შარბათივით შხამი-
სულ სიზმარივით ცხადი
ნოემბრის ოცდასამი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი