ვინ იცის, როგორ მელის ვარძია..


ვინ იცის, როგორ მელის ვარძია...
რა დიდ ფიქრშია,
რა მწველ დარდზეა;
როგორ აძგერდნენ სამცხეს ქედები...
ვინ იცის,
როგორ მელის ვარძია!
როგორ მელიან თმოგვის კედლები.
უთქმელ ღაღადით,
უთქმელ ვედრებით,
როგორ ამღერდნენ
მაღალ ღმერთისთვის...
როგორ მელიან თმოგვის კედლები,
ვინ იცის, როგორ მელის
ხერთვისი...
იმ ძველ მოძღვრისთვის,
იმ ძველ მხედრისთვის,
სიცოცხლეს მხოლოდ ერთი აზრი აქვს...
ვინ იცის,
როგორ მელის ხერთვისი!
როგორ მელიან მტკვარზე მერცხლები,
ნამი,
რომელიც ველის ვარდზეა...
ვინ იცის,
როგორ მელის მესხეთი,
ვინ იცის,
როგორ მელის ვარძია!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი