მთავარი ნიჭი
მთავარი ნიჭი- სხვა რამ ნიჭი არა თქვას კაცმა, (ნიჭს და ბედ-იღბალს ნურვინ აღრევს, ნურვინ შეურევს). მთავარი ნიჭი: თავის დროზე წერტილის დასმა, - მხოლოდ ეს ნიჭი კოდში უდევთ მართო რჩეულებს. მაგრამ ვაი, რომ როცა ბოლოს მოდის გამჩენი, მოდის გამჩენი, უკვე სამტროდ, სამუხანათოდ. წერტილის დასმა - თვით რჩეულთაც უთრთით მარჯვენი, წერტილის დასმა - თვით რჩეულთაც ნიჭი ღალატობთ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი