ცა აფხაზური
მწყუროდეს მუდამ, როგორც მწყურია მთების, ქედების ბროლი ნაჟური: ქცეული სიზმრად - დიოსკურია, ქცეული სიზმრად - ცა აფხაზური. მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი, მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები, ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი. ზღვაზე ცახცახით მზე დაწურული და მისი ჩასვლა და აღსასრული... მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი