ჩვენი ნანგრევები და ჩვენი სიმღერები
ჩვენი ნანგრევები მაინც ღმერთებია; ჩვენი ნანგრევები თან გვდევენ მუნჯად; ჩვენი ნანგრევები აისბერგებია, მათ ზღვაში მხოლოდ მწვერვალები უჩანთ. ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია, ჩვენი სიმღერები მაღალ მთებს ჰგვანან; ჩვენი სიმღერები პირამიდებია - მათ უკან საუკუნეები დგანან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი