სულო, განდევნე ეს მღელვარება ..
სულო,განდევნე ეს მღელვარება, მას ემალება მზის ელვარება, ვის ევალება ცხოვრება ჩვენი სამარადისოდ რომ გაანათოს. ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების და სინანულის მწარე ფონია, რთულ ჰარმონიად,ეს აგონია, ღმერთმა მიბოძა ასე მგონია. და უცებ გაქრა ეს მღელვარება, გრიგალთა გუნდი ცას მოესია, ზეცამ დასჭექა და ელვარებამ მამცნო სიწმინდე და პოეზია. ო,პოეზია,მხოლოდ შენა ხარ, მხოლოდ შენა ხარ დროის მფლობელი, და ამ უფლის გზას მხოლოდ ჩვენ გავალთ, მარად დავრჩებით შეუცნობელნი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი