ჰამლეტი
რატომ აღარ რეკავს? ყველაფერი მექანიკაა. წყურვილის დიფუზია მუსიკაში, უზუსტობათა შეხება ლეონარდოსთან, ელეგიურობა დღის, საგნების სენტიმენტალური დგომა, საფლავებივით. ჩემი ოთახი შენი ოთახია, ყველას ოთახია! მოითმინე და ტელეფონიც აღსდგება მკვდრეთით, დაიწყებს წითელი დინგით ტრიალს, დაგირეკავენ როზენკრანცი და გილდესტერნი, თუ არ მოკვდნენ. ყველაფერი მექანიკაა, ისიც, რომ გენატრება და რომ თითქოს გადის დრო. კომუნიკაცია საკუთარ მუცელთან, შიგნიდან ვიღაც რეკავს, ჩემ ფაშვში ცხოვრობს გონოიუბუ: დაჭრილი, აფრიკული სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი