„ხორცი“
კენწეროებით მთვარეს სწვდებიან, ფესვებით სწოვენ სისხლს დედამიწას, და ათრთოლებენ აზრებს სევდიანს, ვინც სიკვდილისგან მარადჟამს მიცავს. მათი ტანებით იგება სახლი, ჩემი ოთახი მათი ხორცია, მათ მაგიდასთან იყრება ხალხი, რიდით ითხოვენ მორიგ პორციას. უსაყვედურებ ცებს,მხოლოდ მისთვის, რომ შექმნეს ხორცი ადამიანთა, უტკივარია წამება ხისთვის და მსუბუქია ყველა იარა. და ნეტავ ჩვენი პლანეტა , იყოს ნახატი მთვრალი ესთეტის, რომ ვერ აჩეხოს ხორცი დანებმა, რომ არსებობდეს მხოლოდ ლექსები. რომ არსებობდეს სისწორე კაცთა, ჯარი ხისფერი მანეკენების, ტანი-უწყინარ,მძინარე ნაძვთა, მათი წიწვები,ნაცვლად ენების. მაშინ ღვთიური,ის პასტორალი, უფრო მიაღწევს ცათა სისრულეს და შექმნის ფუნჯით ესთეტი მთვრალი, უსულო კაცთა უაზრო სულებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი