შუაღამით..
შუაღამეა. ვზივარ და ვზვერავ ცას, ყიამეთი წაკიდებია. შორს, ირმის ნახტომს მოუჩანს ბოლო. ბოლო არ უჩანს სამყაროს კიდეს. ასე რომ დუმან ჩემში და სხვებში, ალბათ უბრალოდ ნატვრის დებია, ნატვრის, რომელიც წაუსვლელობის და წასვლის ცოდვას ერთდროულ იდენს. შუაღამეა. ცის იქით მზეა. დაუსახლებელ გულში აცივდა. მიწის ალერსმა და მიწის სითბომ დაკარგა ოქროდ ნაძერწი ხანი. სხეული ისევ ეშვილა მარწუხს, თუმცა გონება გამიარწივდა, არ არის ზღუდე მიღობოს სივრცე, არც სივრცის ბილიკს არ მოსდევს ხრამი. შუაღამეა და მზერის მიღმა, ზეცის არშიას, თვით ღმერთის ხელით ნაწარწერალი მოუჩანს თაღი, თაღი-დროების უჟამოდ ქცევა, და გონი ბრძოლით, სივრცესთან ერთად, დაუსრულებლად მიიწევს ზევით, მიიწევს ზევით და თან სასოებს, რომ შუაღამით ნათელში შევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი