იმეფონ, ოღონდაც..
იმეფონ ბატონო, ოღონდაც ნატყვიარ სხეულებს პატივი მიაგონ თანადი; მათ ასეთ მეფობას მეფობა არ ქვია, რადგანაც სულ სხვაა განზრახვა ამათი! უფრო გავს მორყეულ ტახტრევნის კეთობას. პურით და ღვინოთი გაძღომა სალხინო ვერაფრით პირდება მომშივართ ერთობას, რომლებიც ,,იბრძვიან," რომ მეფე ამხილონ, რომ ხელყონ უღირსის უღირსი მეფობა და მგელი მეორე, ცხვარ-ფარის გამლეში ამეფონ. და განა საწყალ ბრბოს ეყოფა ჭკუა, არ გაებას სხვა მგელის მახეში? არა! და ვინ ჩივის, ვინ ოხრავს? ნატყვიარ სხეულებს პატივი მიაგონ თანადი. მათ ასეთ ერთობას ერთობა არ ქვია, მიწაა ღმერთიც და სამყაროც ამათი! მისტიურ, მიღმიურ, იდუმალ ღვთაებას გონდახშულ საყდარში არ უღირს მეფობა. ამ ხალხს კი, მახეში მგლისთვის, რომც გაებას, კუჭმაძღარ სურვილით კმაყოფაც ეყოფა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი