მის იქით


გესმის, გიობავ? საშველია ახლა მის იქით,
განგრაგნილ სხივში ვიკეტები და ასე შემდეგ
მივდივარ მგზავრი, ვაგუნდავებ ფიქრებს მისტიკით,
ჩამოძონძილი, ნაწამები, რადგანაც შემდექ.

შემდექ მშვიდობას, შენ, გიობავ, ფეხით და მთელე,
მოაწყვე ბასტი ჩემს მკერდზე და გამართე როკვა,
მორჩილად ვმზირე გადათელვა ჩემი და მერე
გონებამ თვალი სხვა წიაღის მანდატურს მოკრა.

მივხვდი, რომ შენი ტარიგი ვარ, მსგავსადვე კრავის,
მე, მარტოობას შემომჭკნარი დარდი მისტიკით,
მივდივარ შეგან, გალანძღული, საშველად თავის,
გესმის, გიობავ? სიცოცხლეა ახლა მის იქით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი