მისტერია
გთხოვ, რომ გამხადო სისხლიანი, თეთრი პერანგი, სხეულში დაღლა უდარდელი ძილით მცონარებს, ჩქარა, გამხადე, თორემ მოვა ტანჯვა ვერაგი და ბოლო ძალას მისტერიით მიამხცოვანებს. გთხოვ დააჩქარე, სისხლიანი, თეთრი პერანგი, უკვე აგიჟებს სიმარტოვედ ქცეულ თეატროს და, თუ სიყალბე ამოვიდა ჩემში ყელამდი, ანავარდდება და აზრს სიტყვის საწყისს შეამტრობს. ჩქარა, თორემ სულს მისისხლფერებს, მე , ეს პერანგი, ჩქარა, თორემ გზა შებინდდა და ბურით თალხდება, იჩქარე, თითქმის სისხლსაც წითლად შევაფერადდი, თითქმის სურვილი ტანჯვის დესპანს სრულად თანხმდება. გთხოვ დააჩქარე, მიშვებული სუნთქვა ბუზღუნებს და განცდა ძლიერ იკლაკნება, დრამად თეატრობს, მერე გვიანი იქნება და დააუძლურებს ჩემს გვამს ნასისხლი პერანგი და სულთან შეამტრობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი