სამყარო ციტირებს
გააფერშავა დამტვერებამ ქარით ფშანები, სამყარო ბასრი მინარეთის კალმით ციტირებს, ცამ შეიმოსა მოგიშრული ღრუბლით შავები, აშკარაა, რომ რაღაც უცხო წვიმით იტირებს. მარანში ათას ექვსასი წლის ღვინო ჭანგდება, დასკდა, დედობით გადაღლილი, თიხის ჭურები, აქ ზედმეტია ემოციის გადაჭარბება, ჩამოწვა ცა და დააყარა მიწას ჭურვები. არ კმარა ალბათ სიძულვილმა ყოფით, რაც მოსრა, დაეცნენ დაბლობს ჩამომსკდარი მეწყრის გალები, არიეს ყანა უყანობას და ამ ქაოსმა აშორიშორა დედამიწის ღერძის მალები. სამყარო ბასრი მინარეთის კალმით ციტირებს, გააფერშავა ზიზღმა შურით სულის ფშანები, აშკარაა, რომ ზეცა უცხო წვიმით იტირებს, რადგან მოიცვა მოგიშრული ღრუბლით შავები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი