რომ არ მომიცდეს მომვლელი!!!
ირგვლივ ხორცების მასაა, უსულო გვამთა ხრიოკი! იდუმალ კარში შევედი, იქ, სამართალი, რომ იყო. შენ კი, დროვ, მაჯა მისერე, ბოლო ხმით თან მიკიოდი, რას მერჩი? ვცდილობ მცირედი, ჩემი ნებითაც მოვრიყო. ვცდილობ გავცხრილო ის ნაკლი ხალხმა, რომ გააპიარა, რომ მოიბელა ნარეცხი ვითომ სათითო ელიტამ, შენი არ ვიცი, მაგრამ მე გულ-მკერდზე გადამიარა და ამ ნაკლს მთელი არსით და მთელი შეგნებით ვერ ვიტან. სადღაც, სამყაროს ქაოსის ერთ მიჩქმალულში დავძებნე და ჩემი სულის სიღრმიდან ამოვათენე აპოლო. არ ვარ სამშობლოს მევალე, რომ უსასრულოთ დავძველდე, მაგრამ არ მინდა სამშობლო ამ მხეცებს გადავაყოლო! არ მინდა ისე სიკვდილი, ვიღაცის მოვლილს მხედავდე, თუ კაცი ვინმე არ მომკლავს, გული იქნება მომკვლელიც, და სანამ ახალგაზრდა ვარ ღვთით უნდა გადავმხედარდე, რომ არ მომიცდეს არავინ, თვით ჩემი თავის მომვლელიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი