სამს ერთზე..
მან მთელი სივრცე ერთ ნაჭუჭში ისე შემეტრა, რომ დაატყვევა გრძნობის მიჯნა, ჩუმი ამური, ის მისთვის იყო სასიცოცხლო წამი დემეტრა, ხანაც სევდა და უგონისო გლოვა ღამური. დაეტყო მასაც ნერვიული დროის ჩემება და ეს შენც იცი რა ფასია, დიდო ათინა, უნდოდა მისთვის აცეცხლებულ მზის შეჩერება, მაგრამ პირიქით, უწინდელზე მეტად ატირა. და მაინც წასცდა, ოღონდ გულით სიტყვა განგური, შენთვის უცხოა ეს სინაზე ალბათ კალიფსო, ის სული იყო, მის სხეულში დრამად დარგული და განშორებით უჰაერო სუნთქვით გაივსო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი